გაჩეჩილაძის ლელო და მალაღურაძის 12 ქულა

გაჩეჩილაძის ლელო და მალაღურაძის 12 ქულა

ბოლნისის „ყოჩების“ ოთხმა ყოფილმა მორაგბემ გუშინ ევროთასების მატჩებში მიიღო მონაწილეობა და ერთმა ლელო დაამიწა, ხოლო ერთმა გუნდის 12-ივე ქულა მოიპოვა.

ჩელენჯ ქაფის მეოთხედფინალში კარლენ ასიეშვილის „ბრივი“ „ბასს“ ინგლისში ეწვია და პირველი ტაიმის შემდეგ 6:20 ჩამორჩა. „ყოჩების“ აღზრდილი ბურჯი შეცვლაზე 55-ე წუთზე შევიდა და ფრანგები ბრძოლაში დაბრუნდნენ, 2 ლელო დაამიწეს და ჩამორჩენა ერთ გარდასახულ ლელომდე დაიყვანეს (20:27), მაგრამ ბოლო სიტყვა კვლავ მასპინძლებმა თქვეს, 34:20 იმარჯვეს და „ბრივი“ ტურნირიდან გამოთიშეს.

2017/2018 წლების ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო პლეი ოფის პირველ მატჩში დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის „ენისეი“ „მოლიანოს“ იტალიაში ეწვია და მასპინლები 46:0 გაანადგურა, რითაც განმეორებით მატჩს აზრი დაუკარგა. კაჭარავამ შუამარბად სრულად ითამაშა, ხოლო გაჩეჩილაძე შეცვლაზე შევიდა და 68-ე წუთზე თავისი გუნდის მე-6 ლელო დაამიწა.

შეგახსენებთ, გაჩეჩილაძემ სეზონი „ყოჩებში“ დაიწყო, „ენისეის“ ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის მატჩებში დაემატა და რუსეთის ჩემპიონის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. მიშო თებერვლიდან „ყოჩებში“ დაბრუნდა და „ენისეის“ ახლახანს, „მოლიანოსთან“ მატჩებისთვის შეუერთდა. მას ფეხის ტრავმა აქვს და სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ამის გამო ვერ მოხვდა, თუმცა შეცვლაზე შესულმა თავისი საქმე ხუთიანზე გააკეთა.

 

რუსეთის ვიცე-ჩემპიონმა, ლაშა მალაღურაძის „კრასნი იარმა“ საშინაო მატჩი საქართველოში, რუსთავში გამართა და რუმინეთის ჩემპიონ „ტიმიშოარა სარასენსთან“ 12:17 დამარცხდა. კრასნოდარელებს 12-ივე ქულა მალაღურაძემ მოუპოვა. მან პირველ ტაიმში ერთი, ხოლო შესვენების შემდეგ 3 ჯარიმა გაიტანა. მიუხედავად ამისა, „კრასნი იარმა“ შეცდომები მრავლად დაუშვა, სამი ლელო გაუშვა და 22 აპრილს რუმინეთში გასამართ შეხვედრას 5-ქულიანი დეფიციტით ხვდება. 

ახალი ამბები

ყველა სიახლე
10 აპრილი 2017
„ბრივის“ შანსი

ახალი ფოტოები

ყველა ფოტო

ახალი ვიდეო

ყველა ვიდეო

ჩვენი მოთამაშეები