დერბი რუმინეთში

დერბი რუმინეთში

ბოლნისის „ყოჩების“ ყოფილი მორაგბეები ერთმანეთს ბუქარესტულ დერბიში გადაეყარნენ. სუპერ ლიგის მე-9 ტურში მიხეილ არჩუაშვილის „სტიაუა“ გიორგი ცუცქირიძის „დინამოს“ შეხვდა და 39:25 დაამარცხა.

არჩუაშვილმა სრულად ითამაშა და აქტიური იყო რაქებსა და დერეფნებში. „სტიაუამ“ თამაში აქტიურად დაიწყო და საწყის წუთებში მეტოქეს 3, სულ კი 5 ლელო დაუდო, რითაც პრემიალური ქულაც მოიპოვა.

ცუცქირიძე „დინამოს“ დაახლოებით 2-3 კვირის წინ შეუერთდა და გუნდში დებიუტი სწორედ ბუქარესტულ დერბიში ქონდა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და კარგად იდგა შერკინებაში. „დინამომ“ ტაიმის ბოლოს თავისი პირველი ლელო სწორედ შერკინებაში მოპოვებული უპირატესობის შემდეგ დაამიწა. ცუცქირიძე შესვენებისას შეცვალეს, თუმცა დასკვნით 8 წუთში კვლავ მოუწია თამაშში ჩართვა.

 

„სტიაუამ“ სუპერ ლიგის 8 მატჩიდან 7 მოიგო, 34 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. უახლოეს მდევარს ის 8, ხოლო მესამეადგილოსანს 10 ქულით უსწრებს, ოღონდ „ბაია მარეს“ 7, ხოლო „ტიმიშოარა სარასენსს“ 6 თამაში აქვს ჩატარებული. „დინამო“ 11 ქულით მე-5 ადგილზეა.  

ახალი ამბები

ყველა სიახლე
10 აპრილი 2017
„ბრივის“ შანსი

ახალი ფოტოები

ყველა ფოტო

ახალი ვიდეო

ყველა ვიდეო

ჩვენი მოთამაშეები