როცა პრემიაც არ კმარა

როცა პრემიაც არ კმარა

ბოლნისის „ყოჩებმა“ დიდი 10-ის დასკვნით ტურში საუკეთესო თამაში აჩვენა და რუსთავში უმოტივაციო „არმია“ 47:14 დაამარცხა, მაგრამ ქუთაისში დაფიქსირებულმა შედეგმა სიხარული არ დაგვანება.

სამწუხაროდ, სეზონის განმავლობაში დაშვებული ჩვენივე შეცდომების გამო, დასკვნით ტურში „ყოჩების“ დიდ 10-ში დარჩენის საკითხი მხოლოდ ჩვენზე არ იყო დამოკიდებული. აუცილებელი იყო ამ თამაშის მოგება, სასურველი პრემიალური ქულით, მაგრამ ყურადღება ქუთაისისკენაც უნდა გვქონოდა, სადაც ადგილობრივ დერბიში ჩვენი კონკურენტი „ბაგრატი“ „აიას“ ეთამაშებოდა.

რუსთავში ბიჭებმა თავისი გასაკეთებელიი გააკეთეს, „არმიას“ დიდი სხვაობით და პრემიალური ქულით მოუგეს, თუმცა მანამდე ყველას მძლეველმა „აიამ“ განსაკუთრებით 2017 წლის ნაწილში ძალიან ცუდად მოთამაშე „ბაგრატისგან“ დასკვნით წუთებში ლელო გაუშვა და 10:11 დამარცხდა. დიახ, გუნდმა რომელმაც „არმაზთან“ 0:57 წააგო, ჩვენთან სეზონში ორივე თამაში დათმო, ბოლო 4 თამაშში მასთან პრემიალური ქულა ყველამ უპრობლემოდ მიითვალა და 1 კვირის წინ „ლოკომოტივთან“ 14:71 შერცხვა, მოულოდნელად ლიდერს დიდი ბრძოლა გაუმართა და როდესაც დარწმუნდა, რომ დიდ 10-ში მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში რჩებოდა, „აიას“ გამარჯვების ლელო შეუტანა.

ამ ყველაფერს წინ უძღვოდა ბრალდებები „ყოჩების“ მიმართ, თითქოს „არმაზთან“ ფრედ განზრახ ითამაშა. იმ თამაშში 4 აცილებული დარტყმიდან ერთი მაინც კარში რომ გასულიყო, ახლა „ყოჩები“ დიდი 10-ის წევრი იქნებოდა!

რაც შეეხება „ყოჩებისა“ და „არმიას“ შეხვედრას, რომელიც რუსთავში დიდი საკადრო პრობლემების ფონზე ჩავიდა, თავზეხელაღებულმა თამაშმა შედეგი გამოიღო, ნიკა ცირეკიძემ 3 ლელო დაამიწა, სულ 7 ლელო დავდეთ, მაგრამ...

ახალ სეზონს „ყოჩები“ პირველ ლიგაში დაიწყებს და 1 წელიწადში დიდ 10-ს ბევრად უფრო გაძლიერებული დაუბრუნდება!

 

დიდი 10. 2016/2017 წლების სეზონი. XVIII ტური

8 აპრილი. რუსთავი. „რუსთავი არენა“

არმია (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი) 14:47

ყოჩები: 15. სანდრო ნიჟარაძე, 14. გიორგი მელაძე, 13. ნიკა ცირეკიძე, 12. თორნიკე ცერცვაძე, 11. რამაზ ჯინაშვილი, 10. ირაკლი გეგენავა, 9. გიორგი ბეგაძე (კაპ.); 1. ბაჩანა გოგიშვილი, 2. ირაკლი სვანიძე, 3. გიორგი ხოსიტაშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. ლაშა ჩიხლაძე, 6. ნიკო აფციაური, 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. ჯაბა კიკვიძე.

 

სათადარიგოები: 16. ლევან პირმისაშვილი, 17. თეიმურაზ ჯინჭარაძე, 18. ცოტნე დარჩია, 19. ირაკლი ცუხიშვილი, 20. გოგა იასაღაშვილი, 21. გიორგი ხარშილაძე, 22. ნიკოლოზ რეხვიაშვილი, 23. მიხეილ რეხვიაშვილი.

ახალი ამბები

ყველა სიახლე
10 აპრილი 2017
„ბრივის“ შანსი

ახალი ფოტოები

ყველა ფოტო

ახალი ვიდეო

ყველა ვიდეო

ჩვენი მოთამაშეები