არჩუაშვილმა ჩემპიონი დაამარცხა

არჩუაშვილმა ჩემპიონი დაამარცხა

ბოლნისის „ყოჩების“ აღზრდილი მორაგბის, მიხეილ არჩუაშვილის ბუქარესტის „სტიაუამ“ რუმინეთის ჩემპიონი „ტიმიშოარა სარასენსი“ დაამარცხა და სუპერ ლიგის პირველ საფეხურზე რჩება.

ამ თამაშზე დიდად იყო დამოკიდებული შეძლებდა თუ ვერა „სტიაუა“ პლეი ოფში პირველი ადგილით გასვლას. დაძაბულ ბრძოლაში ერთადერთი ლელო მეორე ტაიმის დასაწყისში „ტიმიშოარა-სარასენსმა“ დადო და 5:0 დაწინაურდა. „სტიაუამ“ 2 ჯარიმით უპასუხა, მაგრამ ერთი თავადაც გაუშვა და კვლავ ჩამორჩა. ბუქარესტელებმა უკანასკნელ წუთზე ჯარიმა კარიდან 25 მეტრში გამოიმუშავეს, ვლაიკუმ ის 3 ქულად გარდასახა და „სტიაუამ“ 9:8 იმარჯვა. არჩუაშვილმა შერკინების მეორე ხაზში სრულად ითამაშა. მისი გუნდი 9 თამაშიდან 39 ქულით პირველ ადგილზეა და ახლა „ტიმიშოარას“ 10 ქულით უსწრებს, თუმცა მეტოქეს 2 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ამ ტურში არ უთამაშია გიორგი ცუცქირიძის ბუქარესტის „დინამოს“, რომელიც 9 თამაშიდან 16 ქულით მე-4 საფეხურზეა.

საფრანგეთის ტოპ 14-ის 24-ე ტურში შალვა მამუკაშვილის „ტულონმა“ „კასტრს“ 23:14 მოუგო, 61 ქულით მე-4 ადგილზეა და პლეი ოფში გასასვლელად დარჩენილი ორი თამაშიდან ერთის მოგებაც ყოფნის. მამუკაშვილს „კასტრის“ წინააღმდეგ არ უთამაშია.

53 ქულით მე-11 ადგილზეა კარლენ ასიეშვილის „ბრივი“, რომელმაც ამ ტურში „ბორდოს“ უმასპინძლა და 19:22 დამარცხდა. გამარჯვების შემთხვევაში „ბრივი“ ექვსეულში შევიდოდა, მაგრამ... მასპინძლები 3:17 ჩამორჩნენ, მერე მობილიზება მოახდინეს და 63-ე წუთზე 19:17 დაწინაურდნენ, თუმცა 4 წუთში ლელო მიიღეს და მხოლოდ 1 პრემიალურ ქულას დასჯერდნენ. ასიეშვილი შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა.

 

ჯაბა ბრეგვაძის „ვუსტერმა“ ინგლისის „ავივა პრემიერშიპის“ მე-20 ტურში „ბათი“ 25:19 დაამარცხა და უძლიერესთა შორის დარჩენა საბოლოოდ დაიბევა. „ვუსტერი“ მე-11 ადგილზე რჩება და ბოლოადგილოსან „ბრისტოლს“ 12 ქულით უსწრებს, ჩემპიონატის დასრულებამდე კი, 2 ტურიღა დარჩა. 

ახალი ამბები

ყველა სიახლე
10 აპრილი 2017
„ბრივის“ შანსი

ახალი ფოტოები

ყველა ფოტო

ახალი ვიდეო

ყველა ვიდეო

ჩვენი მოთამაშეები