„ა“ ლიგა: ჭაბუკების ორი მოგება

„ა“ ლიგა: ჭაბუკების ორი მოგება

ბოლნისის „ყოჩებისა“ და თბილისის „ხულიგანას“ გაერთიანებული გუნდი „ყოჩები-ხულიგანა“ ჭაბუკთა „ა“ ლიგაში წარმატებულ თამაშს აგრძელებს.

სპირიდონ ლიპარტელიანის, გიორგი ხოსიტაშვილის, გოჩა ბარძიმიშვილის, გია ჯავახიშვილისა და გიორგი („გოშა“) შკინინის გაწვრთნილი გუნდი, 5 თამაშიდან 4 მოგებით მესამე ადგილზეა. მნიშვნელოვანია, რომ შედეგთან ერთად თამაშის ხარისხიც უმჯობესდება და ეს უფრო დიდი წარმატების საწინდარია.

მე-4 ტურში „ყოჩები-ხულიგანა“ „შევარდენის“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე რუსთავის „ხარებს“ დაუხვდა, 5 უპასუხო ლელო დაუდო და 29:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის რუსთაველებს სამივე შეხვედრა მოგებული ქონდათ და ტურნირის ლიდერები იყვნენ.

მე-5 ტურში „ყოჩები-ხულიგანა“ ქუთაისის „ბაგრატს“ შეხვდა და სწრაფი ლელოთი დაწინაურდა. მეტოქემ ლელო გაქვითა, მაგრამ გარდასახვა ვერ გაიტანა. ამის შემდეგ ჩვენმა გუნდმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვა, კიდევ 3 ლელო დაამიწა და 26:5 დაწინაურდა. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ პრემიის აღება არ გაჭირდებოდა, მაგრამ ბიჭებმა გამარჯვება ნაადრევად იწამეს და მეტოქეს დიდი სხვაობით მარცხისგან თავის დაღწევის საშუალება მისცეს. საბოლოოდ „ყოჩები-ხულიგანამ“ „ბაგრატი“ 33:26 დაამარცხა და 18 ქულით მესამე ადგილზეა.

 

პირველ-მეორე ადგილებს „ლელო“ და „იუნკერები ჩოხოსნები“ 19-19 ქულით იყოფენ და მომდევნო ტურში ჩვენი მეტოქე სწორედ „იუნკერები“ იქნება.  

ახალი ამბები

ყველა სიახლე
10 აპრილი 2017
„ბრივის“ შანსი

ახალი ფოტოები

ყველა ფოტო

ახალი ვიდეო

ყველა ვიდეო

ჩვენი მოთამაშეები