არჩუაშვილის ლელო

არჩუაშვილის ლელო

ბოლნისის „ყოჩების“ აღზრდილმა მეორეხაზელმა მიხეილ არჩუაშვილმა რუმინეთის სუპერ-ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი ლელო გაიტანა. ბოლოსწინა, მე-13 ტურში მან ლელო „ბუქარესტს“ დაუმიწა.

არჩუაშვილი, რომელიც 10 მაისს 31 წლის ხდება, ბუქარესტის „სტიაუაში“ დაახლოებით 1 წლის წინ გადავიდა და რუმინეთში თავისი პირველი ლელო მალევე დადო. ეს გასული სეზონის მიწურულს მოხდა. მიმდინარე სეზონში ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ბუქარესტულ დერბიში „სტიაუას“ პრემიალური ქულით მოგება ჭირდებოდა და მიზანსაც მიაღწია - 28:7.

„სტიაუამ“ პირველი ლელო მიშოს აუტში კარგი თამაშის შემდეგ დადო. მეორე ლელო ქართველის ანგარიშზეა, ის უკანახაზელებს კარგად მიყვა, 5-მეტრიანთან ოფლოუდი მიიღო და მცველმა ვეღარ შეაჩერა. „სტიაუა“ 48 ქულით პირველ ადგილზეა და მდევრებს - „ტიმიშოარა-სარასენსსა“ და „ბაია მარეს“ 8-8 ქულით უსწრებს. მე-14 ტურში „სტიაუა“ არ თამაშობს, მანამდე მის მდევრებს ერთმანეთში ურთიერთშეხვედრა ელით და თუ 3 მაისის მატჩი ფრედ დასრულდა, ბუქარესტელები პირველ ადგილზე დარჩებიან, თუ არა და მეორე საფეხური და პლეი ოფში შედარებით მარტივი გზა გარანტირებული აქვთ.

სასტარტო შემადგენლობაში იყო ბურჯი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც ბუქარესტის „დინამოში“ ახლახანს გადავიდა. მისი გუნდი „ტიმიშოარა-სარასენსს“ დაუხვდა და 16:38 დამარცხდა. ცუცქირიძემ მოედანზე 51 წუთი გაატარა, მისი გუნდი 20 ქულით მე-4 ადგილზეა და პლეი ოფის პირველ ეტაპზე იაშის „პოლიტეჰნიკას“ დაუხვდება.

საფრანგეთის ტოპ 14-ის ბოლოსწინა ტურში სტუმრად „პოსთან“ 27:32 დამარცხდა კარლენ ასიეშვილის „ბრივი“. „ყოჩების“ აღზრდილმა ბურჯმა შეცვლაზე მე-19 წუთიდან ითამაშა. „ბრივი“ 54 ქულით მე-10 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის თეორიულ შანსს ინარჩუნებს.

 

საჩემპიონო პლეი ოფშია შალვა მამუკაშვილის „ტულონი“, რომელმაც „ბორდოს“ სტუმრად 26:13 სძლია.   

ახალი ამბები

ყველა სიახლე
10 აპრილი 2017
„ბრივის“ შანსი

ახალი ფოტოები

ყველა ფოტო

ახალი ვიდეო

ყველა ვიდეო

ჩვენი მოთამაშეები