‘ყოჩები’ უკრაინაში მიდის

‘ყოჩები’ უკრაინაში მიდის

თბილისის ‘ყოჩების’ ახალგაზრდული გუნდი 7 ივლისს უკრაინის დედაქალაქ კიევში მიემგზავრება, სადაც ერთი კვირით დარჩება და ‘მეგობრობის თასისთვის’ იბრძოლებს.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მსვლელობისას თბილისს უკრაინული კლუბის, ‘კიევ დარნიცას’ წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ეს გუნდი უკრაინაში თანატოლთა შორის საუკეთესო და რადგან ქვეყნის მასშტაბით კონკურენტი აღარ ყავს, სურს ძალები უფრო ძლიერ მეტოქესთან მოსინჯოს.

ასე მიიღო ‘ყოჩებმა’ შეთავაზება, რომელიც კიევში 2000-2002 წლებში დაბადებული ჭაბუკებით დაკომპლექტებული გუნდით მიემგზავრება. დელეგაცია 32 მოთამაშისგან და სამი მწვრთნელისგან შედგება - გოგა ხელაძე, შოთა ლაზაშვილი და რატი ურუშაძე. ‘კიევ დარნიცასთან’ თამაშები 8, 11 და 13 ივლისს გაიმართება.

„უკრაინელ სტუმრებს თბილისში, 20-წლამდელთა ჩემპიონატის მსვლელობისას შევხვდით. მათ დიდი ინფორმაცია აქვთ ქართული რაგბის და კონკრეტულად ჩვენი კლუბის შესახებ. მიგვიწვიეს უკრაინაში, რადგან სურთ, რომ მათი გუნდის მორაგბეებს ძლიერ მეტოქეებთან თამაშის გამოცდილება დაუგროვდეთ და ჩვენ ეს გამოწვევა სიამოვნებით მივიღეთ.

 

‘კიევ დარნიცა’ საკმაოდ კარგი გუნდია. ყავთ მაღალი ბიჭები, აქვთ კარგი ხელის ტექნიკა და სწრაფი, გაშლილი რაგბის მიმდევრები არიან. ვფიქრობ, მათთან კარგი თამაშები გვექნება და ჩვენი ბიჭები უცხო გარემოში თამაშის გამოცდილებას შეიძენენ, რაც შემდგომში ჭაბუკთა „ა“ ლიგაში გამოადგებათ. გარდა ამისა, გვსურს ვაჩვენოთ, რომ საქართველოში არა მხოლოდ სანაკრებო, არამედ საკლუბო რაგბიც ვითარდება“ - განაცხადა გუნდის ერთ-ერთმა მწვრთნელმა გოგა ხელაძემ. 

ახალი ამბები

ყველა სიახლე
10 აპრილი 2017
„ბრივის“ შანსი

ახალი ფოტოები

ყველა ფოტო

ახალი ვიდეო

ყველა ვიდეო

ჩვენი მოთამაშეები