„ყოჩების“ მეორე მოგება

„ყოჩების“ მეორე მოგება

ბოლნისის „ყოჩებმა“ დიდი 10-ისკენ მიმავალ გზაზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.

პირველ ლიგაში დაქვეითების შემდეგ, გუნდი 17-მა მოთამაშემ დატოვა, თუმცა შემადგენლობაში გამოცდილი მორაგბეები მაინც დარჩნენ და მათ მგეზავი თემურ სოხაძე დაემატა, რომელმაც გასული სეზონი „ბათუმში“ გაატარა.

პირველი ლიგის პირველ ტურში ბოლნისელებმა ორზუგეთში, „არწივებთან“ ფრედ 17:17 ითამაშეს, რის შემდეგაც ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგეს. მეორე ტურში „ყოჩები“ „იუნკერებს“ შეხვდა და მეტოქე 4 უპასუხო ლელოთი დაამარცხა, რითაც პრემიალური ქულაც ჩაიწერა - 24:0.

 

გუშინ ჩვენი გუნდის მეტოქე „ხულიგანა“ იყო. მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, თუმცა გამარჯვება მაინც „ყოჩებს“ დარჩა - 29:28. ბოლნისელებს 3 თამაშის შემდეგ 11 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე არიან. პირველ ადგილზე პატარძეულის „ვეფხვებია“ (13 ქულა), ხოლო თბილისის „ივერიას“ 2 თამაშიდან 9 ქულა აქვს და დღეს ქუთაისში „არესს“ შეხვდება.    

ახალი ამბები

ყველა სიახლე

ახალი ფოტოები

ყველა ფოტო

ახალი ვიდეო

ყველა ვიდეო

ჩვენი მოთამაშეები